ჩვენი პროექტები

LABARATI

თანამშრომლების დროის აღრიცხვა / შესვლის და გამოსვლის თრექინგი

DM LAB

კბილის ლაბორატორიის CRM სისტემა

სთორების ოფიციალური დეველოპერი

Google Play Official Developer
Apple Developer Official Developer

ჩვენ ვართ Google Play-ის და Apple Store-ის ოფიციალური რეგისტრირებული დეველოპერი. ეს გვაძლევს საშუალებას გამოვაქვეყნოთ აპლიკაციები ორგანიზაციის სახელით, უზრუნველვყოთ მომხმარებელთა ნდობის მაღალი დონე და გამოვიყენოთ წინსვლის მოწინავე ინსტრუმენტები.

ჩვენს შესახებ

founder.sh
guram@labauri:~$ whoami
guram@labauri:~$ _
Founder

გამარჯობა! მე ვარ სტუდიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი.

IT სფეროში 18 წლიდან ვარ, თუმცა ვებსაიტების შექმნით ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში დავინტერესდი. თავიდან ეს მხოლოდ დიდი ცნობისმოყვარეობა იყო, რომელიც დროთა განმავლობაში საყვარელ პროფესიად იქცა.

ჩემი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე, ვებ-დეველოპმენტთან ერთად, DevOps მიმართულება და სერვერების ადმინისტრირებაა. ამ ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანება მაძლევს საშუალებას, შევქმნა არა მხოლოდ ვიზუალურად და ფუნქციურად გამართული, არამედ არქიტექტურულად სწორად აგებული, უსაფრთხო და მასშტაბირებადი (scalable) პროექტები.

დიდი ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი საზღვარგარეთ, თუმცა თბილისში დავიბადე და უკვე რამდენიმე წელია, ჩემს ქალაქში სამუდამოდ დავბრუნდი.

ახლა ჩემი მთავარი მიზანია, საქართველოში დეველოპმენტის სფეროს განვითარებას შევუწყო ხელი და ჩემი მრავალწლიანი გამოცდილება, ხარისხის სტანდარტები და პროფესიონალიზმი აქაურ ბაზარს გავუზიარო. სწორედ ამ მისიის ფარგლებში, საქართველოში სრულიად უფასოდ უკვე გავუშვი რამდენიმე მოხალისეობრივი პროექტი.

ყოველთვის მზად ვარ ახალი და საინტერესო გამოწვევებისთვის!

დეველოპმენტის ორი ფორმატი

Handcrafted

💰
Fast & Smart

💰

პროექტის შეკვეთა

0 / 200